fbpx
16/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ანა დოლიძე გიორგი გახარიას ღია წერილით მიმართავს 

17:07 June 24, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1.2k
ნახვა

მოძრაობა „ხალხისთვის“  პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას ღია წერილით მიმართავს.

მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

ბატონო პრემიერ-მინისტრო.

მოგმართავთ, სამოქალაქო მოძრაობა ,,ხალხისთვის“ ახალგაზრდების სახელით:

მოგეხსენებათ, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია. მრავალწლიანი ოკუპაციის პირობებში ჩვენი სახელმწიფო მუშაობს არაღიარების პოლიტიკაზე.

ეს არის არის მთავარი საფუძველი, რომ დღემდე საერთაშორისო თანამეგობრობა არ ცნობს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ე.წ დამოუკიდებლობას. თუმცა დღევანდელი ხელისუფლების პირობებში ამ თემასთან დაკავშირებით შიდა პოლიტიკის დონეზე ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება.

ამის კიდევ ერთი დასტურია კოვიდპანდემიის პერიოდი.

როგორც ცნობილია, პანდემიის გავრცელების შემდეგ ოფიციალურ განცხადებებში თუ საიტზე – stopcov.ge, ჩვენ ყოველდღიურად ვიღებთ ინფორმაციას  საქართველოში ინფიცირებული მოქალაქეების შესახებ. თუმცა, ამ სტატისტიკაში არსად ჩანს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონები.

არადა, სწორედ ეს მონაცემებია საერთაშორისო დონეზე ჩვენს ქვეყნაში ინფიცირების გავრცელების შეფასების წყარო.

გვესმის და ვიზიარებთ, რომ ოფიციალური მონაცემის შეგროვება ოკუპირებულ რეგიონებში გარკვეულ სირთულეებს უკავშირდება.

ამიტომ, მიგვაჩნია, რომ  ოფიციალურ განცხადებებში და სახელმწიფო საიტზე – stopcov.ge,  თუ ვერ შეძლებს ხელისუფლება სრულიად საქართველოს ზუსტი მონაცემების ასახვას, ასეთ შემთხვევაში სავალდებულოა მითითებული იყოს, რომ საქართველოს იურისდიქცია აღნიშნულ რეგიონებში ამ ეტაპზე ვერ ვრცელდება და, შესაბამისად, ინფორმაცია არ არის სრულყოფილი.

ჩვენი თხოვნაა, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების საკითხები არ ამოვარდეს საშინაო და საერთაშორისო საზოგადოებრივი დღის წესრიგიდან და გავუფრთხილდეთ საქართველოს სუვერენიტეტს და იმიჯს.

ამიტომ, გთხოვთ, დაუყოვნებლივ აღმოფხვრათ ეს პრობლემა და აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების თემა კოვიდ-19-ის პანდემიის პირობებშიც დაფიქსირდეს, როგორც ოფიციალურ განცხადებებში, ისე სახელმწიფო ვებ-გვერდზე.

ამასთან, შეგვიძლია შემოგთავაზოთ – ჩვენი მოძრაობა „ხალხისთვის“ მუშაობს ორივე რეგიონის კვლევებზე და  დაინტერესების შემთხვევაში ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციას დიდი სიამოვნებით მოგაწვდით.

თეგები: ანა დოლიძე

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

ანა დოლიძემ თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები ოფიციალურად წარადგინა

August 21, 2021
787
პოლიტიკა

ანა დოლიძე თბილისის მერობისთვის იბრძოლებს

August 14, 2021
792
პოლიტიკა

არ მჯერა, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში შევარჩევთ კანდიდატს, რომელიც სამართლიანად ჩაატარებს არჩევნებს – ანა დოლიძე

July 2, 2021
776

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია