fbpx
02/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ანა დოლიძე ფიქრობს, რომ ოპოზიცია ხალხმა დასაჯა

18:25 January 25, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
888
ნახვა

“მოძრაობა “ხალხისთვის” ლიდერის, ანა დოლიძის განცხადებით, ოპოზიცია ამომრჩეველმა დასაჯა, თუ რატომ? ამაზე უპოზიცია კარგად უნდა დაფიქრდეს”,- ამის შესახებ დოლძემ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, რითაც ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგები შეაფასა.

“თავიდანვე ვამბობდი, რომ ბოიკოტის შემთხვევაშიც ხალხს სჭირდება ქომაგი, ამქარი, რომელიც მისდევს მის სოციალურ პრობლემებს. ოპოზიციას ბოიკოტის შემთხვევაშიც კი, ხალხთან უნდა გაეგრძელებინა მუშაობა სოციალურ თემებსა და იმ თემებზე, რომლებიც ჩვენს ოჯახებში ყოველდღიურად განიხილება. კვლევის ეს შედეგები ძალიან კარგი საფიქრალი მასალაა ოპოზიციისთვის – რა იყო ის ფაქტორი, რის გამოც ხალხმა დასაჯა ოპოზიცია და რის გამოც უკმაყოფილება გამოავლინა. ჩემი აზრით, ეს არის იმ ქომაგის არარსებობა, რომელიც ოპოზიციის სახით ხალხს სჭირდება. ბოლო სამი თვეა, ყველა გადართული იყო რაუნდებზე, მაშინ, როცა ადამიანებს აქვთ გადარჩენის ამოცანა. მე თავიდანვე ვიყავი ამ ფრონტზე ბევრი მიზეზის გამო”, – განაცხადა ანა დოლიძემ.

შეგახსენებთ,  NDI-ს ახალი კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა მმართველი პარტიის შეხედულებებს იზიარებს. კითხვაზე „რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს“ პასუხები ასე გადანაწილდა:

„ქართული ოცნება“ – 31%;

არცერთი პარტია – 25%;

უარი პასუხზე – 24%;

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 5%;

არ ვიცი – 5%;

სხვა პარტიები – 9%.

კვლევა 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით, 2 053 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარია ±1.1 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.

თეგები: ანა დოლიძე

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

ანა დოლიძემ თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები ოფიციალურად წარადგინა

August 21, 2021
787
პოლიტიკა

ანა დოლიძე თბილისის მერობისთვის იბრძოლებს

August 14, 2021
792
პოლიტიკა

არ მჯერა, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში შევარჩევთ კანდიდატს, რომელიც სამართლიანად ჩაატარებს არჩევნებს – ანა დოლიძე

July 2, 2021
777

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია