fbpx
16/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ანა დოლიძე საქართველოში აკრედიტირებულ ელჩებს მიმართავს

11:02 March 5, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
981
ნახვა

მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე სასამართლო სისტემის ფუნდამენტურ რეფორმასთან დაკავშირებით საქართველოში აკრედიტირებულ ელჩებს მიმართავს. “პრაიმტაიმნიუსი” განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა რჩება დღეს ჩვენი სახელმწიფოსთვის უმთავრეს გამოწვევად.

მარადიული მმართველობის იდეით შეპყრობილმა პოლიტიკურმა სპექტრმა პოლარიზაციას გადააყოლა ქვეყნის მთავარი ფუნდამენტი – სასამართლო სისტემა, რომელიც დღეს უკვე ღრმა ჩიხშია. ამ თემაზე დიდი ხანია ხმამაღლა ვსაუბრობდი და ვსაუბრობ, როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ტრიბუნიდან და სხვა საჯარო სივრციდან.

დღეს უკვე საქართველოს ყველა საერთაშორისო პარტნიორი და მეგობარი მიგვითითებს, რომ პოლარიზება და სასამართლო სისტემის მიმართ უნდობლობა საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფოებრიობას.

თუმცა ფაქტია, ქვეყანაში წარმოდგენილი პოლიტიკური ძალებიდან, არც ერთს გააჩნია საკმარისი საზოგადოებრივი ნდობა და კომპეტენცია იმოქმედოს პოლარიზაციის მიღმა საქართველოში მდგრადი სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის დამოუკიდებელი მართლმსაჯულების შესაქმნელად. დამერწმუნებით, ეს კომპონენტები არსებითად მნიშვნელოვანია.

ასეთ სიტუაციაში, ჩემი, როგორც ერთი მოქალაქის, მოვალეობად მიმაჩნია დაუყოვნებლივ დავიწყო ქმედება სასამართლო სისტემის რეალური რეფორმისთვის.

ამ მიმართულებით დიდი ხანია ვმუშაობ. საზოგადოებას ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ წარვუდგინე სასამართლო სისტემის რეფორმირების ხედვა – “ სასამართლო რეფორმის 6 ნაბიჯი“, რომელიც დაფუძნებულია ჩემს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო განათლებაზე, კომპეტენციასა და გამოცდილებაზე.

თქვენი, დიპლომატიური კორპუსის მხარდაჭერა და ჩართულობა, საქართველოს მართლმსაჯულების რეფორმაში, არსებითად მნიშვნელოვანია. ამიტომ გთავაზობთ, გადავიდეთ საქმეზე – ერთად ვიმსჯელოთ და შევქმნათ საქართველოს სასამართლოს მოდერნიზების გეგმა, რომელიც ამოქმედდება დაუყოვნებლივ და არა მომავლში, როგორც ბევრი პოლიტიკური პარტია პროგნოზირებს.

„სასამართლო რეფორმის 6 ნაბიჯი“:

„ნაბიჯი I – სასამართლოს მოდერნიზება

  1. 1. უნდა შემოვიღოთ საქმეების განხილვის საჯარო, ელექტრონული სისტემა
  2. მოქალაქეს უნდა შეეძლოს ინტერნეტით ნახოს რა ეტაპზეა მისი საქმე
  3. ინფორმაცია უნდა მიეწოდებოდეს იუსტიციის საბჭოს

4.მოქალაქეებს უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ მოითხოვონ ზიანის ანაზღაურება გადაწყვეტილების დაგვიანებისას.

ნაბიჯი II – მოსამართლეთა კორპუსის განახლება

1. მოხდეს არსებული მოსამართლეების გამოცვლა/გადარჩევა

  1. სასამართლოს დაემატოს 100-ზე მეტი მოსამართლე
  2. გადარჩევაში მონაწილეობდეს ევროკავშირის სპეციალური მისია
  3. სასამართლო სისტემის გადატვირთულობის პრობლემის მოსაგვარებლად, თბილისში შეიქმნას მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების სასამართლოები

ნაბიჯი III- პრეცედენტული სამართალი (ინგლისური). ამ გზით სამართალი იქნება განჭვრეტადი და შემცირდება კორუფციის ნიშნები

ნაბიჯი IV= ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი

ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სისხლის სამართლის საქმეებთან ერთად სამოქალაქო დავებშიც დაინერგოს

ნაბიჯი V – სასამართლოს დეცენტრალიზაცია

  1. გაუქმდეს სასამართლოს თავმჯდომარეების ინსტიტუტი

ა) მოსამართლეებს როტაციის წესით დაეკისროს სასამართლოს წარმომადგენლობა

ბ) ყველა საორგანიზაციო ფუნქცია დაეკისროს საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ დანიშნულ სასამართლოს მენეჯერებს

  1. ოლქებისმიხედვითშეიქმნასმოსამართლეთაყრილობები
  2. დაიშალოსიუსტიციისსაბჭო

შევქმნათ რამდენიმე საბჭო სხვადასხვა ფუნქციით. მაგალითად, ცალკე დანიშვნების საბჭო

ნაბიჯი VI – იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმირება

მოსამართლეთა განათლება თანხვედრაში უნდ იყოს ევროპულ სისტემებთან“, – აცხადებს დოლიძე.

თეგები: ანა დოლიძე

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

ანა დოლიძემ თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები ოფიციალურად წარადგინა

August 21, 2021
787
პოლიტიკა

ანა დოლიძე თბილისის მერობისთვის იბრძოლებს

August 14, 2021
792
პოლიტიკა

არ მჯერა, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში შევარჩევთ კანდიდატს, რომელიც სამართლიანად ჩაატარებს არჩევნებს – ანა დოლიძე

July 2, 2021
776

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია