ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრის ალექსანდრე ანქვაბის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. მას კორონავირუსი აქვს.
საოკუპაციო რეჟიმის ე.წ პრემიერ-მინისტრი ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების გამო რუსეთში სამკურნალოდ 8 იანვარს გადაიყვანეს, მას ორმხრივი პოლისეგმენტური პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა და წამლებით გამოწვეული ჰეპატიტის ნიშნები ჰქონდა.











