დმანისში მომხდარ დაპირისპირებას არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან.
როგორც ერთ-ერთი ორგანიზაციის დირექტორი აცხადებს, სამართალდამცველების მხრიდან დაგვიანებულმა და არაეფექტურმა რეაგირებამ, პროცესები გაართულა.
„არაეფექტურმა და დაგვიანებულმა რეაგირებამ სამართალდამცავების მხრიდან, პროცესები კიდევ უფრო დაძაბა. ამ დაპირისპირებამ კი უკვე სოციალური ფორმა მიიღო. საჭიროა სახელმწიფომ ადგილობრივი კონფლიქტების მოსაგვარებლად საჭირო პოლიტიკა შეიმუშაოს,” – აცხადებს სოციალური სამართლიანობის ცენტრის თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი თამთა მიქელაძე.
დმანისში მოსახლეობას საკმაოდ მაღალი მზაობა აღმოაჩნდა იმისთვის, რომ მშვიდობიანად იცხოვრონ – ანდრია ჯაღმაიძე
ცნობისთვის, ჩხუბი დმანისში 9 აპრილის ქუჩაზე, ადგილობრივ აზერბაიჯანულ თემსა და სვანეთიდან ჩასახლებულ ეკომიგრანტებს შორის დაიწყო. დაპირისპირება რამდენჯერმე გამწვავდა და ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.
ერთ-ერთი მაღაზიის სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა ჯოხებითა და ბეისბოლის ბიტებით შეიარაღებული ახალგაზრდების ჯგუფი. რამდენიმე მოქალაქეს სხეულის მძიმე დაზიანებები აქვს – დაზიანებულია მაღაზია და ავტომობილი.
დაპირისპირებული მხარეები გუშინ შერიგდნენ და ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს.











