„გირჩის“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ის გიორგი ვაშაძის კანდიდატურას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე მხარს არ დაუჭერს.
ჯაფარიძე აცხადებს, რომ თანამდებობების გადანაწილების შესახებ „გირჩი“ პოზიციას გარკვეული შეთანხმებების მიღწევის შემდეგ ჩამოაყალიბებს.
„არავის ექნება „გირჩის“ მხარდაჭერა – არც პატარა ვაშაძეს, არც დიდ ვაშაძეს და არავის ზოგადად. იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იქნება მინისტრი ან პრემიერ-მინისტრი და ა.შ., ამაზე „გირჩი“ პოზიციას ჩამოაყალიბებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც შეთანხმება მოხდება კონსულტანტებს შორის იმაზე, თუ რა არის გასაკეთებელი ამ ქვეყანაში, რა რეფორმები არის გასატარებელი“, – განაცხადა ჯაფარიძემ.











