არგენტინაში შეიქმნა პეტიცია, რომლის მიზანია მიმოქცევაში ჩაეშვას ფულის ახალი ბანკნოტები დიეგო მარადონას გამოსახულებით. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
დიეგო მარადონას გარდაცვალების შემდეგ მისი სახელი უკვე დაერქვა „ნაპოლის“ სტადიონს.
ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი 25 ნოემბერს, 60 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა.
ამ დროისთვის უკვე არსებობს კუპიურის დიზაინი. ის არგენტინის დროშის ფერებშია გაფორმებული, ცენტრშია ახალგაზრდა მარადონას პორტრეტი, გვერდებზე გამოსახულია მსოფლიოს თასი და ფეხბურთელის სილუეტი.
არგენტინის პროკურატურა დიეგო მარადონას შესაძლო მკვლელობის საქმეს იძიებს











