4-7 ნოემბრის პერიოდში აშშ-ში, საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე, სამართალდამცველები სამოქალაქო დაუმორჩილებლობასა და ძალადობრივ დემონსტრაციებს პროგნოზირებენ. ამის გამო გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები.
შესაძლო არეულობების გამო, აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, თეთრი სახლის ირგვლივ ბარიკადები აღიმართა. ჩედ ვულფმა აღნიშნა, რომ მისი უწყება სამოქმედო გეგმას ამზადებს არეულობების შემთხვევისთვის.
აშშ-ში წინასწარი ხმის მიცემის უფლებით 100 მილიონამდე ამომრჩეველმა ისარგებლა.
დღეს აშშ-ში რიგით 59-ე საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. პრეზიდენტის გარდა, ამერიკელი ამომრჩევლები 35 სენატორს, 435 კონგრესმენს აირჩევენ.
აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ყველა ინფორმაცია ნახეთ ამ ბმულზე











