აშშ-მ ტერორისტული დაჯგუფება ISIS-ის („ისლამური სახელმწიფოს“) ლიდერზე, ამირა მუჰამედ საიდ აბდელ რაჰმან ალ-მაულზე ინფორმაციის სანაცვლოდ დაწესებული ჯილდო გააორმაგა.
კერძოდ, ვინც ალ-მაულის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის, ჯილდოს სახით 10 მილიონ დოლარს მიიღებს. ინფორმაციას state.gov ავრცელებს.
ალ-მაულიმ ტერორისტული დაჯგუფების ლიდერის თანამდებობაზე აშშ-ის მიერ ლიკვიდირებული აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი შეცვალა.
ის ადამიანების გატაცებაში, მკვლელობასა და ვაჭრობაშია ეჭვმიტანილი.
ვაშინგტონში მიიჩნევენ, რომ სწორედ რაჰმან ალ-მაული აკონტროლებს „ისლამური სახელმწიფოს“ გლობალურ ოპერაციებს.










