აშშ-ში რასიზმის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები ნიუ-იორკის პოლიციისთვის ბიუჯეტის შემცირებას ითხოვენ. ინფორმაციას NBC-ი ავრცეელებს.
სიტი-ჰოლ-პარკში შეკრებილი ასობით დემონსტრანტი პოლიციას ბიუჯეტის მინიმუმ მილიარდი დოლარით შემცირებას მოითხოვს. მათი თქმით, დაზოგილი თანხა საცხოვრებლებსა და განათლებას უნდა მოხმარდეს.
ცნობისთვის, ნიუ-იორკის პოლიციის ყოველწლიური ბიუჯეტი 6 მილიარდი დოლარია.
შეგახსენებთ, რომ პოლიციას ქმედებას შეწირული ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას აშშ-ში საპროტესტო აქციები და არეულობა მოჰყვა.











