ჯანდავცის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, AstraZeneca-სთან მიმართებაში, შესაძლოა, ასაკის გარკვეული მოდიფიცირება მოხდეს.
“დღეს კიდევ ვიმსჯელებთ. შესაძლოა, გარკვეული მოდიფიცირება ასაკის მოხდეს AstraZeneca-სთან მიმართებაში, რადგან ჩვენც მოგვმართავს ძალიან ბევრი. მათ შორის ჯანდაცვის პროფესიონალები და ისინი გვთხოვენ, გადავხედოთ ამ გადაწყვეტილებას, რადგან მათ თავად შეუძლიათ, განსაკუთრებით, ექიმებზეა საუბარი, ზუსტად შეაფასონ ის რისკები, რომელიც, შესაძლოა, იშვიათ შემთხვევებში AstraZeneca-ს უკავშირდებოდეს”,- განაცხადა გაბუნიამ.











