ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განმარტებით, „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრის ასაკობრივმა ჯგუფმა 45 წლამდე დაიწია.
„საბჭომ მხარი დაუჭირა წინადადებას, რომ ასაკობრივი ზღვარი შემცირდეს 45 წლამდე“,- განაცხადა გაბუნიამ.
გაბუნიას თქმით, 45 წელს ზემოთ მოქალაქეები ვაქცინაციისთვის რეგისტრაციას ხვალ დღის ბოლოდან შეძლებენ.
ბოლო მონაცემებით, 11 მაისის მონაცემებით საქართველოში 67 136 აცრა ჩატარდა.










