არსებული ინფორმაციით დღეს აჭარაში ვაქცინაციის პროცესი მხოლოდ ბათუმში მიმდინარეობს, მუნუციპალიტეტებში კი შეჩერდა. „პრაიმტაიმნიუსთან“ საუბრისას აღნიშნულ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში არ უარყოფენ, თუმცა რა გახდა მუნიციპალიტეტებში ვაქცინაციის შეჩერების მიზეზი, დეტალებზე არ საუბრობენ და აცხადებენ, რომ კომენტარები მოგვიანებით გაკეთდება.
შეგახსენებთ, აჭარაში კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო.
აჭარაში აცრების ჩატარება შესაძლებელი იყო ცხრა სამედიცინო პუნქტში, რომელთაგან ოთხი ბათუმში, ხოლო ხუთი მუნიციპალიტეტებში მდებარეობს.
აჭარამ „ასტრაზენეკას“ 3980 დოზა ვაქცინა მიიღო.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











