fbpx
16/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

აჭარის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები ხმაურის ფონზე ჩატარდა

17:02 February 14, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
853
ნახვა
აჭარის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტად მოქმედი პრეზიდენტი ანზორ ლაზიშვილი აირჩიეს.
არჩევნები, რომელიც აჭარის განათლების სამინისტროს შენობაში დღეს ჩატარდა, ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.
არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტი ანზორ ლაზიშვილი და ხულოს სპორტსკოლის დირექტორი მევლუდ წულუკიძე მონაწილეობდნენ.
არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატებს განცხადების შეტანა 10 თებერვლამდე შეეძლოთ, პრეზიდენტი 34 დელეგატმა უნდა შეარჩიოს. არჩევნები ფარული კენჭისყრით უნდა ჩატარდეს.
არჩევნები ორ საათზე იყო დანიშნული, თუმცა ერთი საათით გვიან დაიწყო, რადგან ორივე კანდიდატის მხარდამჭერებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო.
ერთ-ერთმა დელეგატმა მევლუდ წულუკიძემ პროტესტის ნიშნად თავისი კანდიდატურა მოხსნა და დარბაზი დატოვა. როგორც ის აცხადებს, დელეგატთა შემადგენლობას არალეგიტიმურად თვლის. მევლუდ წულუკიძის მხარდამჭერები აჭარის განათლების სამინისტროს შენობასთან არიან შეკრებილები და არჩევნების შედეგებს ელოდებიან. მევლუდ წულუკიძის გამოსვლის შემდეგ ისინი შენობაში შესვლას ითხოვენ. მათ ამისი საშუალება პოლიციამ არ მისცა.
„აქ ვართ მოჭიდავეები, ვიზეც დგას სპორტი აჭარაში. ჩვენ გვაქვს მითხოვნა, შეიცვალის პრეზიდენტი ანზორ ლაზიშვილი და ისეთი მოვიდეს, ვინც ჩვენს პრობლემებზე იზრუნებს.
არც ერთი სპორტსმენი არ მონაწილეობს არჩევნებში. თავისი სია აქვთ. ჩვენ არ ვთვლით ანზორ ლაზიშვილს ჩვენს პრეზიდენტად. ერთი სპორტსმენი არ დგას მის გვერდით. ჩვენ უნდა მოგვცენ არჩევნებში მონაწილეობის უფლება და დელეგატები სწორად შეარჩიონ”- აცხადებს ევროპის ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მინდია წულუკიძე.
როგორც ანზორ ლაზიშვილმა განაცხადა, ის აუცილებლად შეხვდება სპორტსმენებს, ოღონდ დღეს არა, რათა არ მოხდეს დაპირისპირება მის ხარდამჭერებსა და მევლუდ წულუკიძის მხარდამჭერებს შორის.
„მინდა გავიდე, დაველაპარაკო, ბევრი ჩემი მომხრეა გარეთ და არ მინდა ერთმანეთში დაპირისპირება მოხდეს. დავურეკავ და ცალკე შევხვდები ყველას. შეიძლება ვიღაცას უნდა პროვოკაცია მოხდეს, მერე უკვე უმართავი იქნება პროცესები. მე მევდუდ წულუკიძეს ველაპარაკე.
ერთი პრეტენზია თქვან, რა ვერ გავაკეთე.
386 ათასი ლარი მაქვს დაფინანსება, 72 ათასი ლარი მოზიდული მაქვს სახელმწიფო სტრუქტურებიდან, 15 ათასი ლარი – კერძო. მოვახმარე მაგათ.
მუხრან ვახტანგაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა და 5 ათასი ლარზე მეტი არ მივეცით, ბინა არ მივეცით. და გობაძეს მივეცით აჭარის ჭიდაობის ფედერაციამ 20 ათასი ლარი, ბინაც თორნიკე რიჟვაძის დამსახურებით. დღე და ღამე ვზრუნავდით მათზე. დელეგატების სია თვითონ ამოიღო მევლუდ წულუკიძემ ორი თვის წინ. სია არის 2016 წლიდან. დარეგისტრირებულია რეესტრში, მე უფლება არ მაქვს ცვლილებები შევიტანო. 30 ადამიანი გამოცხადდა და 26 ხმა მომცა“- განაცხადა ანზორ ლაზიშვილმა.
ავტორი: ნაირა ქობულაძე
თეგები: ჭიდაობა

დაკავშირებული სტატიები

სპორტი

ლაშა შავდათუაშვილი მსოფლიოს ჩემპიონია

June 8, 2021
10.3k
მთავარი ამბავი

საფრანგეთის გრან პრიზე ქართველმა მოჭიდავეებმა 4 ოქრო, 2 ვერცხლი და 3 ბრინჯაო მოიპოვეს

January 17, 2021
879

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია