ნიცაში ანრი დეგლანის სახელობის საერთაშორისო გრან-პრის გათამაშება დასრულდა. საქართველოს თავისუფალი სტილით ნაკრებმა 4 ოქროს, 2 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ტურნირის ჩემპიონები ბექა ლომთაძე, ზურაბ იაკობიშვილი, ნიკა კენჭაძე და გენო პეტრიაშვილი გახდნენ.
ვერცხლის მედლებს დათო ტლაშაძე და გივი მაჭარაშვილი დასჯერდნენ, ბრინჯაოს მედლები ბექა ბუჯიაშვილმა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა და ირაკლი მწითურმა მოიპოვეს.










