„უცილებელია მოთხოვნაა, დარჩით სახლში, დაიცავი საკუთარი და სხვისი სიცოცხლე, რადგან ვერ გაუძლებს ვერც ერთი სისტემა“, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა ლევან რატიანმა განაცხადა.
ამასთან, რატიანმამ მოქალაქეებს თავშეყრის ადგილებისგან თავის შეკავებისკენ და დისტანციის დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
„საბედნიეროდ დღემდე მოვედით და შევძელით, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა ადამიანები თავიანთ თავს არ გაუფრთხილდნენ, არ გახდნენ გახდნენ ინფექციის მიმღებნი. ერთადერთი რამ უნდა გავაკეთოთ ყველამ შევიკავოთ თავი თავშეყრის ადგილებისგან. აუცილებლად, რადგან სიცოცხლე უნდა გაგრძელდეს. მე მესმის ყველას ამბიცია, ზოგს ცოტა აქვს ზოგს ბევრი, როცა გადაივლის პანდემია მერე გააგრძელონ ჯობს. აუცილებელია მოთხოვნაა, დარჩით სახლში! დაიცავი საკუთარი და სხვისი სიცოცხლე, რადგან ვერ გაუძლებს ვერც ერთი სისტემა“, – განაცხადა ლევან რატიანი ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.











