ზალცბურგის სასამართლომ ავსტრიის არმიის ყოფილ ოფიცერს, მარტინ მ.-ს რუსეთისთვის სამხედრო და სახელმწიფო საიდუმლოების გადაცემისთვის სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას ამის შესახებ Deutsche Welle ავრცელებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ყოფილი პოლკოვნიკი 1992-2018 წლებში რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მთავარ სამმართველოს („გრუ“) საიდუმლო მასალებს აწვდიდა და სანაცვლოდ 280 ათასი ევრო მიიღო.
სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის მიზნით, სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში ჩატარდა.
პოლკოვნიკი თავს ავსტრიის პატრიოტად მიიჩნევს, დანაშაულს აღიარებს, მაგრამ ამტკიცებს, რომ გადაცემული მასალები მოპოვებულია მხოლოდ ღია წყაროებიდან და სახელმწიფო საიდუმლოებას არ წარმოადგენს.











