კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის გენერალური მდივნის, სტანისლავ ზასმას გადაწყვეტილებით, აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე მომხდარი დაპირისპირების გამო, დღეს საგანგებო სხდომას გაიმართება. ინფორმაციას apa.az-ი ავრცელებს.
ცნობისთვის, 12 ივლისს აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის დაპირისპირება მოხდა.
ბაქოს და ერევანს წლებია კონფლიქტი აქვთ აზერბაიჯანის საერთაშორისოდ აღიარებული რეგიონის, მთიანი ყარაბაღის გარშემო. სომხეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა აზერბაიჯანის ეს, ძირითადად სომხებით დასახლებული რეგიონი ადრეული 1990-იანი წლების ომით მოიპოვეს. ომს 30,000-მდე ადამიანი შეეწირა. კონფლიქტის გადაჭრის დიპლომატიურ მცდელობებს მნიშვნელოვანი პროგრესი არ მოჰყოლია.
ამ თემაზე ასევე დაგაინტერესებთ – სომხეთი და აზერბაიჯანი საზღვარზე მომხდარ დაპირისპირებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.











