სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარზე, ტოვუზის მიმართულებით, კონფლიქტი 13 ივლისსაც გაგრძელდა.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, აზერბაიჯანის სამხედრო ძალებმა სომხეთის საგუშაგოზე შეტევა განახორციელეს, არიან დაღუპულები.
ცნობისთვის, 12 ივლისს აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის დაპირისპირება მოხდა.
შეგახსენებთ, რომ ბაქოს და ერევანს წლებია კონფლიქტი აქვთ აზერბაიჯანის საერთაშორისოდ აღიარებული რეგიონის, მთიანი ყარაბაღის გარშემო. სომხეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა აზერბაიჯანის ეს, ძირითადად სომხებით დასახლებული რეგიონი ადრეული 1990-იანი წლების ომით მოიპოვეს. ომს 30,000-მდე ადამიანი შეეწირა. კონფლიქტის გადაჭრის დიპლომატიურ მცდელობებს მნიშვნელოვანი პროგრესი არ მოჰყოლია.
ამ თემაზე ასევე დაგაინტერესებთ – სომხეთი და აზერბაიჯანი საზღვარზე მომხდარ დაპირისპირებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.











