აზერბაიჯანმა სომხეთს 31 სამხედროს ცხედარი გადასცა. ინფორმაციას ამის შესახებ სომხური მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სამძებრო ოპერაციის დაწყებიდან დღემდე, საომარი მოქმედებების ზონაში ნაპოვნია 1 318 სამხედროს ცხედარი.
შეგახსენებთ, რომ მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები 2020 წლის სექტემბერში დაიწყო. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 9-10 ნოემბერს გაფორმდა.











