შენაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ზუგდიდში საქართველოს ბანკის ძარცვაში ბრალდებული ბადრი ესებუა, შესაძლო საერთაშორისო ძებნილად გამოცხადდეს.
მისივე თქმით, შსს ესებუას დაკავებისა და ადგილსამყოფელის დადგენის ღონისძიებებს აქტიურად აწარმოებს.
„ბანკებში ყაჩათობის შემთხვევა ყოველთვის ხდებოდა და ყოველ წელს ხდება, ხელყუმბარით ვინც შევარდა ის დავაკავეთ რა თქმა უნდა. რაც შეეხება ბადრი ესებუას, ამ ადამიანზე ძებნა გამოცხადდა, მისი დაკავებისა და ადგილმდებარეობის დადგენის ღონისძიება მიდის. როგორც კი დავაკავებთ აუცილებლად გაცნობებთ“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.











