პარტია „ლელო-საქართველოსთვის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე თვითიზოლაციაში არ იმყოფება, რადგან მას თანაგუნდელ მამუკა ხაზარაძესთან შეხება არ ჰქონია. ამის შესახებ ჯაფარიძის პრესამსახურში „პრაიმტაიმნიუსს“ განუცხადეს.
„ბატონ ბადრის ბატონ მამუკასთან კონტაქტი არ ჰქონია, ბატონი ბადრის ოფისი არის შარტავაზე. იმის გამო, რომ ინტენსიურად აქვს შეხვედრები, ცენტრალურ ოფისთან პირდაპირი შეხება ნამდვილად არ ჰქონია. შესაბამისად, ის თვითიზოლაციაში არ იმყოფება“,- განაცხადეს პრესამსახურში.
ინფორმაციისთვის, მამუკა ხაზარაძეს კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა.
„ლელოს“ რამდენიმე თანამშრომელი თვითიზოლაციაშია გადაყვანილი – ნახეთ მამუკა ხაზარაძის კონტაქტები











