ბაღადათის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიმში ავტოსაგზაო შემთხვევას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა.
სავარაუდოდ, გარდაცვლილები ერთი ოჯახის წევრები არიან. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ადგილზე სასწრაფო დახმარების და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იმყოფებიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო











