ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე საუბრობს.
როგორც გაბუნია ამბობს, დღეს 26 გარდაცვლილი ადამიანი განგაშის საფუძველია. ამასთან, გაბუნია განმარტავს, რომ საწოლფონდის დეფიციტი არ არსებობს.
„ამ დროისთვის მობილიზებულია 5745 საწოლი, მეტი დატვირთვა არის თბილისში. თავისუფალი საწოლი არის 1328. ბოლო პერიოდზე აქტიურად მოხდა ბავშვთა საწოლფონდის მობილიზება ამ ეტაპზე ბავშვთა საწოლფონდის დეფიციტი არ აღინიშნება“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ცნობისთვის, ქვეყანაში კორონავირუსის რიცხვმა თითქმის 3 ათასს მიაღწია. დღეს ინფიცირების მაჩვენებელი 2 616 იყო. დადებითობის დღიური მაჩვენებლი კი 7.19 %-ია.
ამასთან, დღეს ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი ჩვილი გარდაიცვალა.











