ბეირუთის პორტში, სადაც 4 აგვისტოს მასშტაბური აფეთქება მოხდა, ძლიერი ხანძარია.
მედიის ცნობით, ცეცხლი პორტში არსებულ ნაგავს გაუჩნდა, რის გამოც პორტიდან სამი კილომეტრის რადიუსში დაკვამლიანებაა.
ამ წუთებში მეხანძრე-მაშველები და სამხედროები ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ.
შეგახსენებთ, რომ, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში მასშტაბური აფეთქების შედეგად 190-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 6000-მდე დაშავდა.
აფეთქების მიზეზად 2,7 ტონა ამონიუმის ნიტრატი სახელდება, რომელიც ბეირუთის პორტში რამდენიმე წლის განმავლობაში ინახებოდა.
A huge fire has broken out in the Beirut port area. The cause is currently unclear.
? WATCH LIVE: A huge fire has broken out in the Beirut port area. The cause is currently unclear.
Posted by Euronews English on ხუთშაბათი, 10 სექტემბერი, 2020











