ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს პრეზიდიუმის წევრს, მარია კოლესნიკოვას ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტმა ბრალი წაუყენა. ინფორმაციას news.tut-ი ავრცელებს.
კოლესნიკოვას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 361-ე მუხლით წაუყენეს, რომელიც მედიასაშუალებებისა და ინტერნეტის გამოყენებით ისეთი ქმედებების შესრულების მოწოდებებს შეიცავს, რაც ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოებისთვის ზიანის მიყენებაზეა მიმართული.
ბელარუსის სისხლის სამართლის კოდექსის აღნიშნული მუხლი ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ ბელარუსი ოპოზიციონერი 8 სექტემბერს დააკავეს. ბელარუსის მედიის ცნობით, 7 სექტემბერს დილით, მინსკში უცნობმა პირებმა ბელარუსის ოპოზიცური საკოორდინაციო საბჭოს წევრი მარია კოლესნიკოვა გაიტაცეს.
მარია კოლესნიკოვა და საკოორდინაციო საბჭოს კიდევ ერთი წევრი, ივან კრავცოვი 8 სექტემბერს დილით უკრაინის საზღვართან მიიყვანეს, თუმცა კოლესნიკოვამ ბელარუსის დატოვებაზე უარი განაცხადა











