„დასავლეთში სიტუაციის პოლიტიზირებას ახდენენ და ნაჩქარევ დასკვნებს აკეთებენ,“ – ამის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტის“ ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
ცნობისთვის, 23 მაისს Ryanair-ის თვითმფრინავი (რეისი – FR4978) ათენიდან ვილნიუსში მიფრინავდა, რომელიც ბელორუსიაში იძულებით დასვეს.
ბორტზე 171 მგზავრი იმყოფებოდა. მათ შორის ერთ-ერთი ბელარუსის ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი, ონლაინ არხის, Nexta-ს ყოფილი რედაქტორი, ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი იყო.
სამართალდამცავებმა რომან პროტასევიჩი დააკავეს.











