„ეს იყო სახელმწიფოს მიერ დაკვეთილი გატაცების, სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი პირატული ქმედების შემთხვევა”, – ასე ეხმაურება ავიაკომპანია Ryanair-ის აღმასრულებელი დირექტორი, მაიკლ ო’ლირი Ryanair- ის თვითმფრინავის, რომელიც ათენიდან ვილნიუსის მიმართულებით მიფრინავდა და რომელშიც ჟურნალისტიც იმყოფებოდა, ბელარუსის აეროპორტში იძულებით დაშვებას.
მაიკლ ო’ლირის თქმით, თვითმფრინავში ბელარუსის კგბ-ს აგენტები იმყოფებოდნენ.
„როგორც ჩანს, ხელისუფლების მიზანი ჟურნალისტისა და მისი თანმხლები პირის მოშორება იყო. გვჯერა, რომ აეროპორტში [თვითმფრინავიდან] კგბ-ს რამდენიმე აგენტიც გადმოვიდა.“, – განაცხადა










