fbpx
15/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ბელარუსის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრომ ბელარუსელ დისპეჩერსა და Ryanair-ის პილოტს შორის 23 მაისს გამართული საუბრის ტრანსკრიფტი გამოაქვეყნა

19:02 May 25, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
828
ნახვა

ბელარუსის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრომ ბელარუსელ დისპეჩერსა და Ryanair-ის პილოტს შორის 23 მაისს გამართული საუბრის ტრანსკრიფტი გამოაქვეყნა.

ინფორმაციას „დოჟდი“ ავრცელებს.

დისპეჩერი: RYR 1TZ, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია სპეცსამსახურებისგან, რომ ბორტზე ბომბია განთავსებული და ის, შესაძლოა, ვილნიუსის თავზე გააქტიურდეს.

პილოტი: გასაგებია.

დისპეჩერი: უსაფრთხოების მიზნით, გირჩევთ მინსკის ეროვნულ აეროპორტში დაეშვათ.

პილოტი: კარგი.. გასაგებია… მოგვეცით ახალი მიმართულება. ბომბი… საიდან მიიღეთ ეს ინფორმაცია?

დისპეჩერი: აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ ელექტრონული შეტყობინება მიიღეს.

პილოტი: ვინლიუსის თუ საბერძნეთის აეოროპორტის უსაფრთხოების სამსახურმა?

დისპეჩერი: ელექტრონული შეტყობინება  რამდენიმე აეროპორტშია გაგზავნილი.

პილოტი: გასაგებია. მაგრამ.. კიდევ ერთხელ, საიდან მიიღეთ მინსკში გადამისამართების რეკომენდაცია? ვინ გითხრათ? კომპანიამ? გაფრენის პუნქტიდადან თუ დაშვების?

დისპეჩერი: ეს ჩვენი რეკომენდაციებია.

მოსკოვის დროით 12:45 საათზე, პილოტი დისპეჩერს ეკითხება:

„მიპასუხეთ.. არ ისმის კარგად. წითელი, ყვითელი თუ მწვანე?“.

სავარაუდოდ, საუბარი შესაძლო საფრთხის დონის შეფასებას ეხება.

„ამბობენ, რომ წითელია“,- პასუხობს დისპეჩერი.

ამის შემდეგ პილოტი დისპეჩერს კვლავ ეუბნება, რომ ის ფრენას ვილნიუსის მიმართულებით გააგრძელებს.

მოსკოვის დროსით 12:47 წუთზე პილოტი დისპეჩერს თავად უკავშირდება და აცხადებს, რომ ის მინსკში ჯდება. პილოტი ამბობს, რომ ბორტზე 133 ადამიანი იმყოფება და საფრთხის შემცველი ბარგი არ არის.

დისპეჩერისა და პილოტის საუბარში არ არის ნახსენები გამადგურებელი თვითმფრინავი, რომელიც ჰაერში პრეზიდენტ ლუკაშენკოს ბრძანებით გაუშვეს.

დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ბომბის შესახებ ინფორმაცია მინსკის ეროვნულმა აეროპორტმა შემდეგი ელექტრონული მისამართიდან მიიღო – protonmail.com.

მათი თქმით, განცხადების შინაარსი ასეთი იყო.

„ჩვენ, ჰამასის ჯარისკაცები, მოვითხოვთ რომ ისრაელმა ღაზის სექტორში ცეცხლი შეწყვიტოს. მოვითხოვთ, ევროკავშირმა ამ ომში ისრაელის მხარდაჭერაზე უარი თქვას. ცნობილია, რომ Delphi Economic Forum-ის მონაწილეები სახლში რეისი – FR4978-ით ბრუნდებიან. ამ თვითმფრინავში ბომბია განთავსებული. თუ ჩვენს მოთხოვნებს არ შეასრულებთ, ბომბი 23 მაისს ვილნიუსის თავზე აფეთქდება“.

მოძრაობა „ჰამასმა“ მომხდარში მონაწილეობა უარყო.

შეგახსენებთ, რომ Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსში მიფრინავდა და რომელშიც ბელარუსის ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი იმყოფებოდა, 23 მაისს ავარიულად მინსკში დაეშვა.

ბელარუსის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ამის მიზეზი ბორტზე არსებული საფრთხე იყო. თუმცა, თვითმფრინავში ასაფეთქებელი ნივთიერებები არ აღმოჩნდა.

თვითმფრინავის დაფრენისთანავე მინსკში ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი დააკავეს.

თეგები: ათენი-ვილნიუსის რეისი

დაკავშირებული სტატიები

მსოფლიო

კანონიერად, ყველა საერთაშორისო წესის შესაბამისად ვმოქმედებდი – ლუკაშენკო Ryanair-ის თვითმფრინავზე

May 26, 2021
793
მთავარი ამბავი

სოციალურ ქსელში რომან პროტასევიჩის მეგობარი გოგონას, სოფია საპეგას ვიდეო ვრცელდება

May 26, 2021
866
მსოფლიო

უკრაინა ბელარუსთან ავიამიმოსვლას წყვეტს

May 25, 2021
795

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია