ბელგიაში, კორონავირუსის შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდის გამო, ლოქდაუნი წესდება.
ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.
კარანტინის ფარგლებში დაიხურება ყველა მაღაზია და ბიზნეს ობიექტი, რომლებიც აუცილებელ პროდუქციას არ ყიდიან ან არ აწარმოებენ.
ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სასკოლო არდადეგები 15 ნოემბრამდე გაგრძელდება, ქვეყანაში დაწესებული ღამის ე.წ. „კომენდანტის საათი“ კი ისევ შენარჩუნდება.











