„დოიჩე ველეს“ ცნობით, ბელგიაში, კორონავირუსის მესამე ტალღის პრევენციის მიზნით „ლოქდაუნი“ კიდევ ერთხელ გამოცხადდა.
გამოცემის ცნობით, ხვალიდან ბელგიაში სკოლები, არასასურსათო მაღაზიები და სილამაზის სალონები 4 კვირით იხურება.
ცნობისათვის, ბელგიაში, პანდემიის დაწყების დროიდან, კოვიდ 19-ით ინფიცირების 849 090 შემთხვევაა დადასტურებული, ვირუსს დღემდე 22 786 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.











