ბელგიის ხელისუფლებამ წლის ბოლომდე ქვეყნის შიგნით მოქალაქეებისთვის მატარებლით მგზავრობას უფასო გახადა. ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს. მათი განცხადებით, ამ ინიციატივის მიზანი შიდა ტურიზმის ხელშეწყობაა.
ბელგიის თითოეულ მოქალაქეს, რომელსაც 12 წელი შეუსრულდა, ექნება საშუალება, წლის ბოლომდე 12-ჯერ უფასოდ იმგზავროს რკინიგზით ნებისმიერი მიმართულებით.
ასევე, გაუქმდება გადასახადი (4 ევრო), რომელსაც ბელგიელები მატარებელში ველოსიპედის ატანის სანაცვლოდ იხდიდნენ.
ასევე დაგაინტერესებთ: თვითმფრინავებში პროდუქტები აღარ გაიყიდება – კიდევ რა შეიცვალა ავიარეისით მგზავრობისას
თუ კარანტინის შემდეგ მოგზაურობას გეგმავთ, აქ საოცრად გაგიმასპინძლდებიან











