რევოლუცია გაკეთილშობილებას არ ექვემდებარება, არც ტერმინი და არც მოვლენა. იქნებ,შევეშვათ რევოლუციის პოზიტიურ კონტექსტში მოხსენიებას,- ამის შესახებ რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„19990 წ.აგვისტოში ზვიად გამსახურდიამ უზარმაზარი საპროტესტო აქციებით ნორმალური საარჩევნო სისტემა გამოღლიტა კომუნისტებს და მოუგო არჩევნები. არავის ამ ან სხვა პროცესისთვის რევოლუცია არ დაურქმევია. ეროვნული მოძრაობის ყველა ფლანგის ლექსიკონში რევოლუცია მხოლოდ ნეგატიური რამ იყო და იმიტომ,“- წერს ბერძენიშვილი,“- წერს ბერძენიშვილი.
18 დეკემბერს, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ხელახალი არჩევნები არის უცვლელი მოთხოვნა და ეს არ გადაიხედება. „ტრანსფორმირდება შეიძლება, მათ შორის, მშვიდობიან რევოლუციაში”.
მელიას გარდა, „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ რევოლუციური გზით მოქმედების არჩევანი დაუტოვათ, რაც არ სურთ.











