ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი ბიძინა გეგიძე ვაკეში მაჟორტარობისთვის ბრძოლას აპირებს.
გეგიძე „ქართული ოცნების“ უმრავლესობის წევრი აღარ არის და აპირებს პარლამენტის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი გახდეს.
„ჩემო თბილისელებო, ზაფხულის პერიოდში ამომრჩევლებთან ურთიერთობამ გადამაწყვეტინა ისევ გავხდე ვაკის მაჟორიტარი.
ვინაიდან, ვაპირებ ვიყო პარლამენტის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი, საარჩევნო კანონის თანახმად კანდიდატურის დარეგისტრირება ხდება საინიციატივო ჯგუფის მიერ.
ჩემთვის დიდი პატივი იქნება, თუ თქვენ გექნებათ სურვილი წარმადგინოთ კანდიდატად საინიციატივო ჯგუფის სახელით. ველოდები თქვენ გამოხმაურებას მომდევნო ათი დღის განმავლობაში“, – წერს გეგიძე სოციალურ ქსელში.









