„ბატონი ბიძინა ხვალინდელ ყრილობას არ დაესწრება იმ ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ მან უკვე გააკეთა საჯარო განცხადება მის მიერ პარტიის დატოვების შესახებ. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ის არ დაესწრება“, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მდინარაძის თქმით, ხვალინდელ ყრილობაზე განსაკუთრებულ სიურპრიზებს არ უნდა ველოდოთ.
“განსაკუთრებული სიურპრიზები არ იქნება. წინასწარ გარკვეული ინფორმაციები ხმოვანდება ხოლმე. შეიძლება ზოგი მართალი იყოს და ზოგი არა. ხვალ ამის შესახებ პირდაპირ ეთერში გაიგებთ“, – განაცხადა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, “ქართული ოცნების” ყრილობა ხვალ, 16 იანვარს გაიმართება.
ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარეს აირჩევენ.










