საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პროკურორს არჩილ ტყეშელაშვილს “ბინძური მატყუარა” უწოდა.
ეს სიტყვები ყოფილმა პრეზიდენტმა პროკურორს მას შემდეგ უთხრა, რაც ტყეშელაშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილის ლოზუნგი იყო „მეტი დაკავებული, მეტი პრემია”.
სასამართლო პროცესი, რომელიც საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას ეხება, რამდენიმე წუთია, ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.











