მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 119.7 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, აცრილთა 11%-ს ამერიკის მოსხლეობა წარმოადგენს.
აშშ-ს ჩინეთი მოჰყვება 31.2 მილიონზე მეტი ვაქცინირებული პაციენტით. ამასთან, ევროკავშირში საერთო ჯამში ვაქცინაცია 15 მილიონ ადამიანს ჩაუტარდა.
გამოცემის მიხედვით, მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად საშუალოდ 3-3.5 მილიონ ადამიანს უტარდება. ყველაზე სწრაფი ტემპით მოსახლეობის ვაქცინაცია ისრაელში მიმდინარეობს.











