შეხედეთ ბოკერიამ თავის თავს რა დამართა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რა დამართა თავის თავს. ბოკერიას დამლაგებელი აღარ დარჩა პარტიაში, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში განაცხადა.
„შენ ასეთი ხარ, შენ ისეთი ხარ დავამთავროთ და დავიწყოთ კონკრეტულ პრობლემებზე საუბარი, სანამ მართლა კაცი პოლიტიკოსებიღა დავრჩებით, თუ ასე გაგრძელდა, ამ ქვეყანაში, თუ მარტო ერთმანეთის ლანძღვაზე ვიყავით. დავსხდებით და ერთმანეთს ვურჩიოთ მაშინ საქმეები, გამოგკვეტონ სადღაც და ვურჩიოთ საქმეები, მაგრამ ეს მარტო ერთმანეთისთვის საქმეების გარჩევა, ერთმანეთთან ეს იწილობიწილო რომ უკუშედეგის მომტანია და ბუმერანგია, რომელიც განგრევს, აგერ, თუ ვინმეს აინტერესებს, შეხედეთ ბოკერიამ თავის თავს რა დამართა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რა დამართა თავის თავს. ბოკერიას დამლაგებელი აღარ დარჩა პარტიაში,“ – განაცხადა ელისაშვილმა.











