“წარმოიდგინეთ, მთელი ერთი თვე რაზეც მოლაპარაკება მიდის, რაზეც ვახურებთ, რაზეც ვჩხუბობთ ოპოზიცია და რასაც ვითხოვთ, ოთხივეზე საკითხზე პრინციპში შეთანხმებულებია ვართ, – ამის შესახებ ალეკო ელისაშვილმა “Facebook”-ლაივის დროს განაცხადა. პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა განაცხადა, რომ შეთანხმების ხელის მოწერაზე უარი „ევროპულმა საქართველომ“ თქვა.
„ბოკერიას პარტია, რომელსაც „ევროპული საქართველო“ ჰქვია, მაგრამ მავნებელი საქართველოა სინამდვილეში და ბნელი საქართველო არის, როგორც ოპოზიციის შიგნით, ასევე მოლაპარაკებებზე ცდილობდა მოლაპარაკებების ჩაშლას. თავიდან ბოლომდე, პირველი დღიდან, პირველი წინადადებიდან იძახდა: „არ გვინდა, არ გვინდა, არ გვინდა“, – განაცხადა ელისაშილმა.
„ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი გადაიდო.











