დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ევროკავშირსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის „ბრექსითის“ შემდგომ პერიოდის ვაჭრობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა.
„ამ შეთანხმებაზე ხელის მოწერით ჩვენ ვასრულებთ ბრიტანელი ხალხის სუვერენულ სურვილს, იცხოვრონ საკუთარი კანონებით, რომელსაც მათ მიერ არჩეული პარლამენტი ქმნის“, – წერს ბორის ჯონსონი „ტვიტერზე“
შეგახსენებთ, ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი „ბრექსითის“ შემდგომ პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ტექსტზე 24 დეკემბერს შეთანხმდნენ.











