ელისაშვილს თუ უნდა, მობრძანდეს და ყველასთან ერთად ისაუბროს და არა ცალ-ცალკე ვიღაცასთან კარებზე ჩამოკაკუნებით, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა საბა ბუაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში განაცხადა.
„ხდება ხელისუფლების ხელშეწყობა ამ ძალიან ცუდ საქმეში. ვგულისხმობ იმას, რომ „ქართული ოცნება“ ამ მოლაპარაკებებს აღიქვამს ოპოზიციაში მერყეობად და საკუთარ თავს აძლევს იმის უფლებას, რომ გააჭიანუროს მანდატებზე უარის თქმის პროცესი, მოლაპარაკების პროცესი და ოპოზიციას ხელის გადაგრეხვით ესაუბროს, ესაა პრობლემა, თორემ ვინმე კონკრეტულად ერთი ადამიანი კი არაა პრობლემა, ეს მოქმედება რა შედეგსაც იწვევს, ესაა პრობლემა“,- განაცხადა ბუაძემ.











