fbpx
17/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ბურჯანაძე: ვინც ცხვირის აწევას დაიწყებს და არ მოვა, რადგან „ნაციონალები“ ან ბურჯანაძე არ მოსწონს, გამოუტყდით თქვენს თავს, რომ გეშინიათ

11:26 February 23, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
822
ნახვა

მინდა ვთქვა, რომ ძალიან სირცხვილი იქნება ქართველებო ივანიშვილ-ღარიბაშვილის დიქტატურის დამყარება ქვეყანაში. ყველაფერს ხომ თავისი სახელი, სახე და ფორმა აქვს, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან განაცხადა.

„მოვუწოდებ ყველას, რომ თქვენი შვილების მომავლისთვის დადექით. არა ნიკა მელიას, არა ჩემი, არა იმ ადამიანების, ვინც აქ ვდგავართ თქვენი შვილების მომავლისთვის, გინდათ, ღარიბაშვილის დიქტატურაში გაიზარდონ თქვენი შვილები? იცხოვრონ თქვენმა შვილებმა? მაშინ ჩვენ ღირსება არ გვქონია. ყველანაირი დიქტატურა მიუღებელია, მაგრამ კომიკური დიქტატურა კიდევ უფრო დიდი უბედურებაა. მახსოვს, როდესაც უსამართლობის წინააღმდეგ ვიბრძოდი, ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც თვლიდა, რომ უსამართლობა იყო მაშინ, ამართლებდა თავის შიშს, შემგუებლობას, რომ ბურჯანაძე არ მოწონდა და იმიტომ არ მოდიოდა, ეს შეცდომა იყო თუ დანაშაული არა.

დღეს ძალიან ბევრი ადამიანი ცხვირს წევს იმის გამო, რომ ვიღაც არ მოწონს, თურმე „ნაციონალური მოძრაობა“ არ უნდა დაიცვას, თურმე ნიკა მელია არ უნდა დაიცვას, არ არის აქ მელიაზე, ბურჯანაძეზე,  რომელიმე პარტიაზე საქმე, აქ არის ქვეყნის მომავალზე საქმე. თუ უსამართლოდ ჩაგრავენ ადამიანს, პოლიტიკურ ძალას, ვინც არ უნდა დაჩაგრონ უსამართლოდ, ამას არ უდნა შეეგუოს, სამართლიანობა ეს არის, თუნდაც გაბრაზებული, ნაწყენი იყოთ. წუხელ მე დამირეკა ერთ-ერთმა ჩემმა თანამებრძოლმა, რომელიც საჭესთან იჯდა ესკორტის ერთ-ერთ მანქანაში, რომელსაც 10 წელზე მეტი მიუსაჯეს და დაზარალდა, მაგრამ თქვა, რომ მზად არის მოვიდეს „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, რადგან აქ არის სიმართლე.

ვინც ცხვირის აწევას დაიწყებს და არ მოდის, რადგან „ნაციონალები“, ბურჯანაძე ან ვინმე არ მოსწონს, გამოუტყდით თქვენს თავს, რომ გეშინიათ, კონფორმისტები ხართ, შეგუებული ხართ, თავი დახრილი გაქვთ მუხლზე დაჩოქილი ხართ და იმიტომ არ მოდიხართ და არა იმიტომ რომ პრინციპულები ხართ“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

დღეს დილით, 23 თებერვალს, სამართალდამცველებმა ნიკა მელია ოფისში დააკავეს.

ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან სპეციალური დანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზი გაუშვა.

ოფისთან მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე ნიკა მელიას მხარდამჭერებსა და სამართალდამცველებს შორის მდგომარეობა რამდენჯერმე დაიძაბა.

მანამდე, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

სამართალდამცველები „ნაციონალური მოძრაობის“ოფისში დღეს დილით შევიდნენ.

ცნობისთვის, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა.

ყველა ინფორმაცია ნიკა მელიას საქმეზე ნახეთ ამ ბმულზე

 

თეგები: ნიკა მელიას საქმენინო ბურჯანაძე

დაკავშირებული სტატიები

სამართალი

ნიკა მელიას საქმის სასამართლო განხილვა 15 ივლისს განახლდება​

July 8, 2021
783
პოლიტიკა

ნინო ბურჯანაძე: თვითმმართველობის არჩევნები არ მაინტერესებს, არ ვაპირებ ჩემი კანდიდატურის დაყენებას

June 30, 2021
790
საზოგადოება

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ნიკა მელიას პროცესი განახლდება

May 27, 2021
779

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია