“ჩემი სული სულ აქაა, სულ” – ეს სიტყვები უკანასკნელად გადაღებულ ფოტოზე 31 წლის ნუცი ყანადაშვილმა დაწერა, რომელიც “ფეისბუქზე” დაპოსტვიდან რამდენიმე საათში საზარელ ავტოკატასტროფას შეეწირა. მასთან ერთად დაიღუპა კიდევ 16 მგზავრი, მათ შორის ნუცის დედაც.
“აღარ გამოგიშვა ხევსურეთმა, შენც ხომ ეს გინდოდა?!” – წერს ნუცის თანამშრომელი, ფილოლოგი ირინე კვანჭიანი.
როგორც ირინე “პრაიმტაიმს” უყვება, საპატრიაქროს წმინდა ნინოს სახელობის სკოლაში ნუცა ხატვასა და ხელოვნებას ხუთი წელი ასწავლიდა.
ბოლო ერთი წელი სკოლიდან წასულა და სხვადასახვა სოციალურ აქტივობებში ყოფილა ჩართული. დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს ხატვას ასწავლიდა. ქველმოქმედებას ეწეოდა, უფასოდ ასწავლიდა ხატვას. განაგრძეთ კითხვა











