“ჩემი წარმოდგენა პარტიის მომავალზე და ზოგიერთების, ერთმანეთს არ დაემთხვა. შესაბამისად ჩემი ცხოვრების ეს ფურცელი გადაიფურცლა”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრი, ლევან თარხნიშვილი Facebook-ზე წერს.
„მადლობა ყველას, ვისთანაც ერთადაც ვიბრძოდით და ვაშენებდით „ევროპულ საქართველოს“. გისურვებთ წარმატებებს. ჩვენი ერთობლივი ბრძოლა „ქოცების“ წინააღმდეგ გრძელდება. მე ამ ბრძოლაში გაჩერებას არ ვაპირებ და ყველაფერს გავაკეთებ ამ ჭირის მოსაცილებლად. მერესა მერე იყოს“, – წერს ლევან თარხნიშვილი.
შეგახსენებთ, დღეს დავით ბაქრაძემ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას და პარტიას ტოვებს.
ასევე, „ევროპული საქართველო“ დატოვა კიდევ ერთმა წევრმა გიგი უგულავამ.
ცოტა უფრო ადრე, „ევროპული საქართველო“ ზურაბ ჭიაბერაშვილმა და ელენე ხოშტარიამ დატოვეს.










