“ჩვენი პარლამენტში შესვლით, ფაქტობრივად წახალისდება ის ქცევა, რასაც „ქართული ოცნება“ 8 წლის განმავლობაში აკეთებდა, ეს მხოლოდ გააღრმავებს პოლიტიკურ კრიზისს და ნამდვილად არ მოგვიტანს კარგ შედეგებს”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ლევან თარხნიშვილმა განაცხადა.
„ჩვენი პარლამენტში შესვლით, ფაქტობრივად წახალისდება ის ქცევა, რასაც „ქართული ოცნება“ 8 წლის განმავლობაში აკეთებდა, ეს მხოლოდ გააღრმავებს პოლიტიკურ კრიზისს და ნამდვილად არ მოგვიტანს კარგ შედეგებს. ჩვენი ახირება არ არის ახალი არჩევნები და ეს არ არის ჩვენი თვითმიზანი. ჩვენ მივიჩნევთ, რომ მხოლოდ ახალ არჩევნებს შეუძლია განმუხტოს ის სიტუაცია, რომელშიც ვართ.
ჩვენი დასავლელი პარტნიორები მხოლოდ ოპოზიციას არ მოუწოდებენ, ორივე მხარეს მოუწოდებენ და ჩვენ ვანახეთ მზაობა, მზად ვართ და რამდენიმე სახის წინადადება შევთავაზეთ, თუნდაც ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით, შესაბამისად „ქართული ოცნებისგან“ არანაირი შემხვედრი წინადადება არ მოგვისმენია“, – განაცხადა ჩიხლაძემ










