„მინდა გამოვეხმაურო დღის მთავარ მოვლენას, ბიძინა ივანიშვილის წასვლას „ქართული ოცნებიდან“ და პოლიტიკიდან. თავად ბიძინა ივანიშვილის ყოფნა-არყოფნა „ქართულ ოცნებაში“ იმდენად დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, რამდენადაც ის სისტემა, რომლის მეშვეობითაც ის რჩებოდა პოლიტიკაში და შეიძლება კიდევ რჩება”,- ამის შესახებ მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ განაცხადა.
“ეს არის ჩრდილოვანი მმართველობა, სადაც გაქვს ძალაუფლება, მაგრამ არ გაქვს ის რისკები, რაც ამ ძალაუფლებას მოსდევს პასუხისმგებლობის სახით. ჩრდილოვანი მმართველობა ძალიან სერიოზული სისტემური პრობლემაა და თუკი ოდესმე დასრულდება ამ ტიპის მმართველობა ჩვენს ქვეყანაში, ძალიან კარგი იქნება”, – აცხადებს ანა დოლიძე.











