„კანონი და სამართალის” ლიდერი თაკო ჩარკვიანი პარლამენტში მივიდა.
მისი თქმით, ოპოზიციის ნაწილის პარლამენტში შესვლით ბოიკოტს აზრი დაეკარგა და ამიტომ გადაწყვიტა თავადაც შესულიყო პარლამენტში.
“თქვენ იცით გადაწვყეტილება ბოიკოტთან დაკავშირებით ჩემი. მე ძალიან მყარად ვემხრობოდი ამ ბოიკოტს, რომელიც ხელმომწერთა ჯგუფმა, ვინც ჩემი აზრით ნაადრევად შევიდა, სრულიად შეცვალეს ვითარება. ბოიკოტი იყო განკუთვნილი იმისთვის, რომ ყოფილიყო ერთპარტიული პარლამენტი, რომელიც აღარ არის შესვლის შემდეგ და მრავალპარტიული გახდა. ახლა უკვე ოპონენტს, რომელსაც ჩვენ პრეტენზიებს ვუყენებთ, ამ შემთხვევაში ხელისუფლებას უფრო აწყობს ის, რომ მრავალპარტიულია უკვე და შენ იქნები თუ არ იქნები, რაოდენ მსხვილი ოპოზიციური პარტიაც არ უნდა იყოს ენმ, ან ჩემი პარტიიდან, ან სხვა დამოუკიდებელი დეპუტატი, უკვე მათთვის მნიშვნელობა აღარ აქვს, პირიქით უფრო კომფორტულია.
ჩვენ, რა თქმა უნდა, გვინდა, რომ კომფორტის ზონა არ ქონდეს ხელისუფლებას და რაც უფრო ნაკლებად კომფორტაბელურ ზონაში იქნებიან, უფრო კარგია ეს ხალხისთივს”, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.











