„ევროპული საქართველო“ არ აპირებს კოალიციური მთავრობის შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილის პრემიერობას დაუჭიროს მხარი.
უგულავა სააკაშვილს სიტყვის გატეხვაში, ასევე ოპოზიციის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს და მას ივანიშვილის საფრთხობელას უწოდებს.
„ევროპული საქართველო მიხეილ სააკაშვილის პრემიერობას მხარს არ დაუჭერს, წერტილი! ავტორიტარიზმისკენ მიმავალი ადამიანი ზუსტად ასე საუბრობს. ნაცმოძრაობამ მიიღო ოპოზიციის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება, როდესაც ერთიან მაჟორიტარებზე თქვა უარი… ივანიშვილს სჭირდება საფრთხობელა და ამ საფრთხობელის როლი არ უნდა შეასრულო“, – განაცხადა გიგი უგულავამ „ფორმულას“ ეთერში.











