“დეკლარირებულად და კონსტიტუციურად ვცხოვრობთ სეკულარულ სახელმწიფოში, სადაც არანაირი აუღებელი და შეუვალი ციხე-სიმაგრე არ უნდა არსებობდეს”, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ნინოწმინდის პანსიონზე საუბრისას განაცხადა.
„სახელმწიფო იმის სახელმწიფოა, რომ ყველგან უნდა მიესვლებოდეს და ყველგან უნდა ჰქონდეს შემოწმების შესაძლებლობა. დახურული სივრცეები არ უნდა არსებობდეს“, – განაცხადა ელისაშვილმა.
შეგახსენებთ, ნინოწმინდის პანსიონატის ყოფილმა ბენეფიციარმა მედიასთან სკანდალური განცხადება გააკეთა. მისი თქით, პანსიონატში აღმზრდელები ბავშვებს სცემენ და შეურაცხყოფას აყენებენ. ასევე, მისი განცხადებით, თავად აღმზრდელები საუბრობნენ, რომ პანსიონის მმართველმა მეუფე სპირიდონმა ბავშვზე იძალადა და საქმე პროკურატურამ მიჩქმალა.











