“არავინ არ აპირებს, ნამდვილად არ არსებობს აუცილებლობა ტელევიზიაში შესვლის. თუ კონვერტი არ არსებობს, არც ეს არის პრობლემა. ნებაყოფლობითი წარდგენა ამ განჩინების საფუძველზე არანაირ პრობლემას არ ქმნის, კონვერტი არ არის და განაცხადეთ, რომ არ არის. არ გვაქვს და რა ვქნათ?- საიდან გავაჩინოთ კონვერტი, რომელიც არ არსებობს. მე საფუძველს ტელევიზიაში შემოსვლის ვერ ვხედავ, მე ამას გეუბნებით, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრი, როგორც იურისტი. შესაბამისად, რა მასალაც გაქვთ, ამას გადასცემთ და ამით დამთავრდება ეს ეპოპეა”, – ის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კახა კახიშვილმა განაცხადა. ფარული აუდიოჩანაწერების ამოღების უფლება მისცა.
“მე, როგორც ერთი ადამიანი, პირდაპირ გეუბნებით, კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, ვერანაირად მხარს ვერ დავუჭერ და მე რამდენადაც ვიცი, არავინ არსად შესვლას არ აპირებს, როგორც იურისტი მე პირდაპირ გეტყვით, შეგიძლიათ წერილობით უპასუხოთ, რაც გვაქვს გაძლევთ და რაც არ გვაქვს ვერ გავაჩენ, ამით დამთავრდება ყველაფერი. ამიტომ დამშვიდდით, არანაირი პრობლემა არ იქნება, ღმერთმა დაიფაროს და თქვენს გვერდში ვიქნები, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ქვეყანაში არასდროს არ განმეორდება ის, რაც მოხდა – ტელეკომპანიებში შეღწევა და ამით იმედი მაქვს, უფრო მეტ სტაბილურ დემოკრატიას შევქმნით”, – განაცხადა კახიშვილმა.











